23:12 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 11:06:51, 1456 ნახვა

საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შვეიცარული კომპანიის „სინგენტა“ წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

პესტიციდების და ერთწლოვანი კულტურების სათესლე მასალის მწარმოებელი შვეიცარული  კომპანიის „სინგენტა“ წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებთან შეხვედრები გამართეს.

მხარეებმა აგრარულ დარგში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებზე,  ასევე, არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნაცრისადმი და ნაცრისფერი სიდამპლისადმი მიმღებიანი ვაზის ჯიშების და მათთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიელმა სპეციალისტებმა  ჯიღაურას ბაზაზე  ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერეს, გაეცნენ მცენარეთა დაცვის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას, ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ დიაგნოსტიკურ კვლევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics