22:36 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 14:02:46, 1307 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები ფონდ „ობიექტივში“ საკუთარი ხელფასიდან ყოველთვიურად თანხას შეიტანენ

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტებმა საქველმოქმედო ფონდი „ობიექტივი“ დააფუძნეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ფონდი გაჭირვებული ადამიანების დახმარებას მოემსახურება და ყველა მსურველს საშუალება ექნება ფონდს ტანსაცმელი, საკვები ან ფულადი თანხა შესწიროს.

მისივე თქმით, „საქართველოს პატრიოტები“ საქველმოქმედო აქციას მხარ უჭერენ, რაც გამოიხატება იმაში, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები, ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასიდან ფონდში შესატან თანხას გაიღებს.

პირადად ირმა ინაშვილი ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობის თანხის გაღებას გეგმავს.

„საქართველოს პატრიოტები“ პარლამენტის წევრებს მიმართავენ, შეუერთდნენ აქციას და სადეპუტაციო ხელფასიდან შემოწირულობა გაიღონ.

„ვიღაც ამ ფონდს შეწირავს ტანსაცმელს, საკვებს, გაიღებს 5-10 ლარს, ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია, ვიღაც გაიღებს ოჯახისთვის საჭირო ნივთს. ეს არის აქცია გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ „ობიექტივის“ ჟურნალისტები საქველმოქმედო მოძრაობის განვითარებას წლების განმავლობაში ახორციელებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics