|
2017-03-13 16:36:45, 1958 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო სახალხო განხილვა. როგორც კობახიძემ განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, ამ განხილვის ინიციატორი და ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტი. "ეს წერია კონსტიტუციაში და მოქმედ კანონმდებლობაში. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანიის კომენტირებისას. მისისვე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მოქმედებს კონკრეტული დღის წესრიგით, რომელიც კანონმდებლობას ემყარება. „ჩვენი დღის წესრიგი არის რაციონალური, არის ლოგიკური, განსხვავებით იმ დღის წესრიგისგან, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი“, - აღნიშნა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტის მიზეზი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო. პირველი შეხვედრა თელავში გაიმართა. პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)