|
2026-08-09 22:09:05, 3945 ნახვა
სამხედრო
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა თავდაცვის ინდუსტრიამ მკვეთრად დააჩქაროს იარაღის, მათ შორის საბრძოლო მასალის წარმოება და მიწოდება, რომლის მარაგებიც ირანთან ომის გამო შემცირდა. The Washington Post-ის მიერ მოპოვებული აქამდე გამოუქვეყნებელი თავდაცვის დეპარტამენტის მემორანდუმის თანახმად, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტივ ფაინბერგმა კომპანიებს წარმოებისა და მიწოდების მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაზრდის გეგმების მოსამზადებლად არაუმეტეს 21 დღე მისცა. „მრავალწლიანი განვითარების ციკლები მიუღებელია. ჩვენ მკვეთრად უნდა დავაჩქაროთ ჩვენი პროგრამის გრაფიკები და დაუყოვნებლივ გავაფართოვოთ წარმოების სიმძლავრეები“, - წერს ფაინბერგი თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილ მემორანდუმში. სიტუაციის შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ The Washington Post-ს განუცხადა, რომ ბრძანება პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის იარაღის მარაგების შემცირების გამო დაძაბულობის ფონზე მიიღეს. გამოცემის მიერ გამოკითხული ინდუსტრიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემის სრული გადაწყვეტა კონგრესის დამატებითი დაფინანსების გარეშე რთული იქნება. ამავდროულად, თავად ტრამპმა რამდენიმე დღით ადრე Truth Social-ში განაცხადა, რომ აშშ-ს საბრძოლო მასალის „უზარმაზარი რაოდენობა“ აქვს, მნიშვნელოვანი რაოდენობა კი საჭიროებისამებრ იწარმოება და მიეწოდება ქვეყანას. ფაინბერგის ბრძანება მოჰყვა თეთრი სახლის მცდელობას, ჩართოს თავდაცვის კომპანიები სამხედრო ხარჯების გაზრდის ადვოკატირებაში. ივლისის ბოლოს, Lockheed Martin-ის, Northrop Grumman-ის, Boeing-ის, Anduril-ისა და Palantir-ის აღმასრულებლები შეხვდნენ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსს სუზი უაილსს, თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს, ბიუჯეტისა და მენეჯმენტის ოფისის დირექტორს რასელ ვოუტს და თეთრი სახლის საკანონმდებლო საქმეთა დირექტორს ჯეიმს ბრაიდს. სამი წყაროს ცნობით, კომპანიებს მოუწოდეს, პირდაპირ ლობირება გაეწიათ კანონმდებლებისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდის სასარგებლოდ. ბოლო თვეების განმავლობაში, პენტაგონი თავდაცვის კომპანიებთან დებდა ე.წ. ჩარჩო შეთანხმებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა იარაღის წარმოების გაზრდას. ეს შეთანხმებები კონკრეტულად მოიცავს Patriot-ისა და THAAD-ის რაკეტებს, ასევე უფრო დაბალფასიან საბრძოლო მასალას. თუმცა, როგორც აღნიშნა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტის დირექტორმა ტომ კარაკომ, ასეთი შეთანხმებები არ არის სრულფასოვანი კონტრაქტები და საჭიროებს კონგრესის შემდგომ დაფინანსებას. წარმოების დაჩქარების აუცილებლობა განპირობებულია ამერიკული მარაგების მასიური ამოწურვით. როგორც WaPo-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, მხოლოდ ირანთან ომის პირველ თვეში აშშ-მ გამოიყენა 850-ზე მეტი Tomahawk რაკეტა და 1000-ზე მეტი Patriot და THAAD ტიპის გამანადგურებელი, ხოლო საომარი მოქმედებების პირველ კვირებში 1300-ზე მეტი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. ამ ფონზე, პენტაგონმა უკვე მიაღწია შეთანხმებას Northrop Grumman-თან და Lockheed Martin-თან PAC-3-ისა და THAAD-ის წარმოების გაზრდის შესახებ და ადრე Lockheed Martin-ს 58,6 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, რაც 2030 წლისთვის PAC-3-ის წარმოების გასამმაგებას ითვალისწინებს. პენტაგონის პრესმდივანმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ ფეინბერგის მემორანდუმი „ავთენტურია“ და გამოყენებული იქნება 2028 წლის ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტის მომზადებისას.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)