|
2017-03-09 15:01:36, 2542 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან დაითხოვეს - მიტროპოლიტმა სხდომა დატოვა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომა დროზე ადრე დატოვა. როგორც მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მას გაფრთხილება მისცეს და ტელევიზიის დირექტორობიდან გაათავისუფლეს. მეუფე პეტრეს ინფორმაციით, მან გაფრთხილება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო მიიღო და სინოდმა გადაწყვეტილება მიკერძოებულად მიიღო. „გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის ადგილიდან. როგორც სულ ვამბობ, მირჩევია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. მე ვფიქრობ, რომ ეს მიკერძოებული იყო სამართალი და მიმაჩნია, რომ ამ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, რომ ჯობია მოვერიდო და კონკრეტული განცხადებები გააკეთოს საპატრიარქომ", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ. ცნობისთვის, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)