|
2017-03-09 10:57:29, 2052 ნახვა
კომენტარი
კელი „რ2“-ზე: გვინდა არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის ძირეული ელემენტები
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. როგორც კელიმ აღნიშნა, საქართველო რეგიონში დემოკრატიული განვითარების მაგალითია. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმის სამართლებრივ განვითარებას, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გვინდა საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, რადგან თქვენი ქვეყანა არის დემოკრატიული განვითარების მაგალითი რეგიონში. ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის ძირეული ელემენტები, რაც ყველა დემოკრატიას სჭირდება. ამისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი მედია პლურალიზმია, იმის საშუალება, რომ ყველას ხმა იყოს გაჟღერებული“, - განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)