|
2017-03-06 15:23:58, 2212 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმება
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმება. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული თემის განხილვა არც არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, საქართველოში 2 714 ათასი დევნილია და ქვეყანა ახალ ვალდებულებებს ვერ აიღებს. სუბარმა დასძინა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ამასთან, მინისტრმა ლტოლვილების მიღება და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა დაასახელა. მისივე ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში სტუმრობის დროს ლტოლვილთა ბანაკებზე საუბარი არც პრემიერთან და არც საგარეო საქმეთა მინისტრთან არ ყოფილა. ცნობისთვის, ავსტრიის საგარეო მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებით შესაძლებელია ლტოლვილთა ბანაკი საქართველოში, ეგვიპტეში და დასავლეთ ბალკანეთში განთავსდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)