06:46 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 23:49:50, 2196 ნახვა

სამართალი კომენტარი
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: ბრალდებულისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა

„კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც ბრალდებულისგან ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი“, - ამის შესახებ #9-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ვინაიდან, ბრალდებულისგან ინფორმაციის მიღება არ დასრულებულა და კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას, ამ ეტაპზე რაიმე სამართლებრივი დასკვნის გაკეთება არასერიოზული იქნება.

“დადებითად ვაფასებთ, რომ ბრალდებულმა გადაწყვიტა ჩვენების მიცემა. ჩვენი მიზანია პირველ რიგში სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების ჩატარება და რეალური გარემოებების დადგენა. ბრალდებულმა მოგვცა ჩვენება, თუმცა ვინაიდან საკმაოდ ვრცელია ინფორმაცია, რასაც გვაწვდის იგი, სრულყოფილად ვერ მოხერხდა ყველა შეკითხვის დასმა. დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამას ემატება შესვენებისათვის განკუთვნილი დროც. საკმაოდ ვრცელია ეს ინფორმაცია, რაზეც საუბრობს ბრალდებული. აქედან გამომდინარეც ბევრი შეკითხვა და დღეისთვის ვერ მოხერხდა ამ კითხვების დასმა. კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც დღეს ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება და კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას, დღეისთვის სამართლებრივი შეფასება და რაიმე დასკვნის გაკეთება არის არასერიოზული. გაგრძელდება დაკითხვა, დაისმება ყველა შეკითხვა და  მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებ სრულყოფილ სამართლებრივ განმარტებას. პირველივე შესაძლებლობისთანავე ბრალდებულის დაკითხვა გაგრძელდება“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ცნობისთვის, ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics