|
2017-02-07 17:36:33, 1784 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა შაჰინის სკოლაზე: თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ხარისხის ცენტრმა რაიმე უკანონოდ გააკეთა, ეს სიტუაცია შეიცვლება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი, საბჭო და ექსპერტები შაჰინის სკოლი-ლიცეუმის მიმართ უკანონოდ მოიქცნენ, სიტუაცია შეიცვლება. თუმცა, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ხარისხის ცენტრმა საკმარისი მითითებები გასცა და სკოლის ადმინისტრაციას ამ მითითებების განხორციელებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. "ჩვენ ვთავაზობთ შაჰინის სკოლას და არა მარტო მას, არამედ ყველა სკოლას, ვისაც ავტორიზაცია ეკარგება, სხვა სკოლებში გადანაწილებას, რადგან პირველ რიგში ვალდებული ვართ, მოსწავლის ინტერესიდან გამოვიდეთ. ასევე, თუ მთელი კლასები ერთად გადადის სხვა სკოლაში შესაძლებელია, რომ მასწავლებელიც გაჰყვეს. პროგრამები წესით ყველგან ერთნაირია და ამიტომ ამ კუთხით პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ბოლო წლებში ათობით სკოლაზე გვაქვს გაუქმებული ავტორიზაცია, სხვადასხვა მიზეზით და არც ერთი ბავშვის სწავლის შედეგი არ დაზარალებულა. რაც შეეხება სასამართლოს, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ ექსპერტებმა, ცენტრმა ან საბჭომ რაიმე უკანონოდ გააკეთეს, ეს სიტუაცია შეიცვლება. თუმცა, მე ვიცნობ ამ სკოლის სიტუაციას. ყველა შემთხვევაში, ავტორიზაციის ხარისხის ცენტრი ცდილობს, რომ შანსები მისცეს. ამ ხალხსაც მისცეს შანსები სხვადასხვა დროს. ეს ის შემთხვევაა, რომ ამ ხალხს ან არ უღირდათ ან ეგონათ, რომ ჩვენ კანონთან შესაბამისობაში ზომებს არ მივიღებდით. ასეთი შემთხვევები სექტემბერშიც, ოქტომბერშიც და ნოემბერშიც იყო. არაავტორიზებულ სკოლას აქვს უფლება, რომ სასწავლო პროცესი გააგრძელოს და ავტორიზაციის არ ქონა, არ ნიშნავს სკოლის დახურვას. თუ სკოლა არაავტორიზებულია ის ვაუჩერს არ მიიღებს, მისი ატესტატი არ იქნება აღიარებული. თუმცა სასწავლო პროცესი ამ სკოლებში შეიძლება გაგრძელდეს", - აღნიშნა ჯეჯელავამ. კითხვაზე აპირებს თუ არა მინისტრი შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეების მშობლებთან და ადმინისტრაციასთან შეხვედრას, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ შეხვედრა საჭიროების შემთხვევაში მოხდება. "იყო ადრე პერიოდი, როდესაც მინისტრები ანიჭებდნენ და ართმევდნენ ავტორიზაციას, ახლა ასეთი პერიოდი აღარ არის. შესაბამისად შეხვედრის საჭიროება თუ იქნება, მე შევხვდები აუცილებლად, თუმცა ეს შეხვედრა შედეგს ნამდვილად არ შეცვლის. მე არც ჩამომირთმევია არც ერთი სკოლისთვის ავტორიზაცია და არც მიმინიჭებია. მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგთა ნაწილი აპროტესტებს. თავად სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე კი აცხადებს, რომ სკოლა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიხურა.
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)