|
2017-02-07 12:24:18, 894 ნახვა
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. "შპს შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ირგვლივ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სკოლა-ლიცეუმს, 5 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 4 სექტემბრის №38 გადაწყვეტილებით მიენიჭა. სწორედ საბჭოს სხდომაზე, დაწესებულებას განემარტა, რომ სკოლას არ ჰქონდა უფლება ქართულენოვანი სექტორის პარალელურად, სწავლება განეხორციელებინა თურქულენოვან სექტორზე, რადგან თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სკოლას ის უნდა გაეუქმებინა. გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებების საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფების ვიზიტები, სკოლა-ლიცეუმში 2016 წლის 3, 4 და 5 ნოემბერს და 2017 წლის 20, 21 და 22 იანვარს განხორციელდა. მათ დასკვნით კი დადგინდა, რომ სკოლის დირექტორის 2015 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა თურქულენოვანი სექტორიდან, უცხო ქვეყნის 82 მოქალაქის გადაყვანა ქართულენოვან პარალელურ კლასებში. თუმცა, გადაყვანილი პირების პირადი საქმეების შესწავლით გაირკვა, რომ გადაყვანამდე არ მომხდარა არც მათი განათლების აღიარება და არც ექსტერნის წესით, მათი მზაობის დადგენა ზოგადი განათლების ცალკეულ კლასებში სწავლებისათვის. სკოლის ამგვარი ქმედებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. შეიზღუდა სექტორიდან სექტორზე გადაყვანილ პირთა ზოგადი განათლების მიღების უფლება, რადგან ქართულენოვან სექტორზე მათი გადაყვანა მოხდა ისე, რომ კანონით დადგენილი წესით არ მომხდარა მათი არც ენობრივი და არც საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება. შედეგად, ქართული ენის არცოდნის გამო, მოსწავლეები ვერ ითვისებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში, რაც დასტურდება სასკოლო ჟურნალებით. მეტიც, გარკვეული რაოდენობის მოსწავლეთა ადგილსამყოფელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სკოლისთვის უცნობი იყო და მისი დადგენა ვერ მოხდა მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის დროს. ამის მიუხედავად, აღნიშნული პირები მოსწავლის აქტიური სტატუსით სარგებლობდნენ და მათზე წლების განმავლობაში გაიცემოდა ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც რეალურად, არ მოხმარდა ზოგადი განათლების მიზნებს. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, სკოლის მხრიდან კანონდარღვევის ტენდენცია გაგრძელდა 2016-2017 სასწავლო წლებშიც, როდესაც სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. ამ და ყველა სხვა დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმში, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)