|
2017-02-04 14:01:32, 1356 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს. სპორტულ კომპლექსში კრივის არენა, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა. "თემქის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, ასევე რინგს და სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებს. კომპლექსს ექნება კაფე, ღია ტერასა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპლექსის რეაბილიტაცია სპორტული, დასვენების თვალსაზრისით და ჯასაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის ცნობით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ელიტა ბურჯი“ ახორციელებს. ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება. ამ დრომდე ნაძალადევის რაიონში მსგავსი ფუნქციური სპორტული კომპლექსი არ არსებობს. თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერეს. (NS)
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)