18:51 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 19:03:13, 1374 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: ჩვენმა ხალხმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი

საპატრიარქო ევროპარლამენტის მიერ  საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას გამოეხმაურა. 

როგორც საპატრიაქროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის ქვეყნის დაფასება და აღიარება. 

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გამოცდაც.

ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე.

ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას.
ასე რომ, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს.

ყველას გილოცავთ ამ მიღწევას და შევთხოვთ ღმერთს, რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგვმადლოს“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics