18:51 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 16:08:26, 922 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი და სებასტიან კურცი შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე,  ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური   მინისტრი სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სებასტიან კურცი შავშვების ჩასახლებაში, ავსტრიული მხარის მიერ დაფინანსებული, „ნაღმით დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის პროექტის“ მონაწილე დევნილსაც ესტუმრა.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  სებასტიან კურცი არის  გავლენიანი ფიგურა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

„ძალიან მნიშვნელოვანია  ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და  ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში.  მნიშვნელოვანია,  რომ თავისი თვალით ნახა მავთულხლართები.   სებასტიან კურცი ამ ჩასახლებაში შეხვდა ნაღმით დაზარალებულ ადამიანებს,  რომლებსაც დაეხმარა ავსტრიის რესპუბლიკა. ამ ადამიანებს  გაეწიათ არა მხოლოდ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, არამედ მოხდა მათი პროფესიული გადამზადება და მცირე ბიზნესის დაფინანსება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics