18:51 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 13:32:46, 844 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: გამწვანება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

დედაქალაქის მერმა, 2016 წელს, გამწვანების კუთხით თბილისში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა და განაცხადა, რომ გამწვანება იყო და არის დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

 დავით ნარმანიას თქმით, გასულ წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 180 000 ხე-მცენარე დაირგო,  თბილისსა და მის შემოგარენში კი პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება.
 გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დიდი რაოდენობით ხე-მცენარე დაირგო გამგეობების მიერ შერჩეულ ტერიტორიებზეც.

„2014 წლიდან დღემდე, ჯამში 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში, მოეწყო 30 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 249 სკვერს. მათ შორისაა იაპონური ბაღი, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი.
მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. „ახალ გზაზეც“, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა, ხოლო გამხმარი ნაწილი კონტრაქტორი კომპანიის მიერ ახლით ჩანაცვლდა. ასევე  გავაკეთეთ საფეხმავლო ბილიკი ლისის ტბის ირგვლივ“,- განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, ქალაქში არსებული მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობის და ახალი მწვანე სივრცეების შექმნის პროცესი 2017 წელსაც გაგრძელდება. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics