|
2017-01-25 11:54:36, 940 ნახვა
საზოგადოება
FES: ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ენდობიან
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდებს შორის აშკარაა უმცირესობების ჯგუფებთან (სექსუალური უმცირესობები) სოციალური დისტანციის არსებობა. ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად სექსუალური უმცირესობების, ლგბტ თემის წარმომადგენლებს ენდობიან. გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტების 44% აცხადებს, რომ თავს არ იგრძნობდა კარგად თუ მათ მეზობლად ჰომოსექსუალი გადმოვიდა. იმ რესპონდენტების 45%-ის, ნეიტრალური დამოკიდებულბა ექნებოდათ ჰომოსექსუალი მეზობლის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ნეგატიური დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ ასაკის მატებასთან ერთად იზდება. თუ 14-18 ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტების 39% ამბობს, რომ თავს იგრძნობდა ცუდად ან ძალიან ცუდად, თუ მათ მეზობლად ჰომოსექსუალი გადმოვიდოდა, იგივე დამოკიდებულებას 19-25 ასაკის რესპონდენტების 41% და 25-29 ასაკის ახალგაზრდების 51% აფიქსირებს. მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს მონაცემების გენდერის ჭრილში განხილვისას: მაშინ როდესაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლების 39% იგრძნობდა თავს ცუდად, თუ მათ მეზობლად ჰომოსექსული წყვილი გადმოვიდოდა, მსგავსი დამოკიდებულების მქონე მა- მრობითი სქესის წარმომადგენლების წილი 51%-ს შეადგენს. განსხვავება ასევე საგრძნობია, თუ ერთმანეთს შევადარებთ დედაქალაქის, სხვა ქალაქის ტიპის დასახლებების და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხო ვრები ახალგაზრდების დამოკიდებულებებს. მაშინ როდესაც თბილისში მაცხოვრებელი ახალგაზრდების 21%-ს ჰომოსექსუალების მეზობლად ცხოვრება გაუჭირდებოდა, მსგავსი დამოკიდებულების მქონე რესპონდენტების 59% სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)