2017-01-25 11:51:47, 998 ნახვა
საზოგადოება
FES: ახალგაზრდების 80%-ს სამოთხის და ჯოჯოხეთის არსებობის სჯერა
ფრიდრიხ ებერტის კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თავს რომელიმე რელიგიურ მიმართულებას აკუთვნებს.
უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია (85%), ხოლო 10% მაჰმადიანი.
შედარებით მცირე ნაწილი მიაკუთვნებს თავს აპოსტოლურ ეკლესიას (2%), კათოლიკე ქრისტიანს (1%), ათეისტს (1%) და სხვა აღმსა რებლობას (1%).
კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას, 97%-ს სჯერა ღმერთის არსებობის. ასევე, 80%-ს სჯერა სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობის, ამავდრო- ულად შედარებით ნაკლებ წილს , 75%-ს სჯერა , რომ მორალური ნორმები და მოვალეობები ღმერთისგან მომდინარეობს, ხოლო 91 %-ს სჯერა, რომ სამყარო ღმერთმა შექმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან