2017-01-25 10:28:48, 922 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან 28 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი
ხვალიდან 28 იანვრის ჩათვლით, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი.
დღეს დედაქალაქ თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და +10 გრადუსი სითბო იქნება, 26-27-28 იანვარს კითოვლს ელოდებიან. ტემპერატურა +5-დან +2 გრადუსამდე იმერყევებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ყინვაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევარში იწვიმებს, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო 26 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით, მთელ ტერიტორიაზე ნალექიანავარაუდევი. მაღალ მთიან ადგილებში სინოპტიკოსები თოვლთან ერთად ყინვასაც პროგნოზირებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან