|
2016-11-10 02:01:28, 3666 ნახვა
ჟურნალისტის ბლოგი: განადგურდა ის "status quo" რომელიც 10 ნოემბრის დილამდე არსებობდა
გიორგი ფოფხაძე - ჟურნალისტი ამერიკის არჩევნებმა პირდაპირ და მეტაფორების გარეშე დაანახა მსოფლიოს რომ, რეალობაში განადგურდა ის status quo რომელიც 10 ნოემბრის დილმდე არსებობდა მსოფლიო პოლიტიკაში. პლანეტის ყველაზე მძლავრმა ქვეყანამ, პრეზიდენტად აირჩია ადამიანი, რომლეიც მისი წინამორბედი პრეზიდენტისგან განსხვავებით მხოლოდ "შედეგზეა მოტივირებული" და რომ ეს ასეა ტრამპის ბიოგრაფიაში, ის ორი მომენტიც მიგვანიშნებს როდესაც "ძია დონალდი" გაკოტრდა და ორივე შემთხვევაში შესძლო მილიარდების დაბრუნებაც და მძლავრი ფინანსური იმპერიის აშენებაც. ამერიკული არჩევნების ამ შედეგს არავინ არ ელოდა, არც ამერიკის და არც ევროპის ლიბერალურ წრეებში, რომლებიც რატომღაც მხოლოდ საქართველოში მოიხსენიებიან "დემოკრატიის" მიმდევრებად არა და ევროპის იმ ქვეყნებში სადაც მემარჯვენეები და მემარჯვენე ცენტრისტები მართავენ და რომელ ქვეყნებშიც დემოკრატიის მაჩვენებელი გაცილებით მეტია ვიდრე ლიბერალების მართულ ევროპის სახელმწიფოებში. ოკ, ქართველებს დემოკრატიის საკუთარი საზომი გაგვაჩნია არსენას არშინივით და პრინციპით "ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს გილიოტინაზე გასაყვანია" მაგრამ, დავუბრუნდეთ ისევ ნამდვილი დემოკრატიის სამყაროს და გავაანალიზოთ რა ხდება დღეს ცივილიზებულ ქვეყნებში სადაც მოვლენების ზუსტი და სკურპულოზური შეფასებები სჩვევიათ. ევროპელი ანალიტიკოსები და პირველ რიგში პოლიტიკოსები (ნუ რა თქმა უნდა ულტრალურჯი მარინ ლეპენის და ულტრაყვითელი ბელგიელი მემარჯვენე ფილიპ დევინტერის გარდა, რომლებმაც ტრამპისთვის მილოცვა ყველას დაასწრეს)...ყოველგვარი დიპლომატიური მეტაფორების გარეშე საუბრობენ რომ, ამერიკაში პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა კაცი, რომელსაც მთავრობაში კი არა და პოლიტიკაში საქმიანობის ერთდღიანი გამოცდილებაც კი არ გააჩნია. თუმცა ფაქტია რომ, ამერიკელებმა თავისი არჩევანი შეაჩერეს არა საკუთარ ლიბერალურ იდეებში სპარსული კატასავით კმაყოფილებით მოკრუტუნე ჰილარი კლინტონზე, არამედ პოლიტიკურ ნეოფიტზე, რომელიც ამომრჩეველს სათაგურში დაგებული სურნელოვანი ყველის მსგავს ლოზუნგს "გავხადოთ ამერიკა ისევ უძლეველი" ("Make America Great Again") სთავაზობდა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)