|
2016-11-07 22:19:08, 852 ნახვა
ბაზაევის ბლოგი: ნაციონალური პარლამენტი ინტერნაციონალურ ქვეყანაში
150 დეპუტატიდან 2 აფხაზი და 1 ოსი... „უმცირესობების უფლებები“-ეს ის ფრაზა, რომელიც მუდმივად გვესმის, გვესმოდა და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც მედიის ფართო წრეებში ხშირად გაჟღესდება. რიგ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების პრობლემები ფაქტობრივად მოხსნილია, იგივე გვესმის საქართველოზეც ... რამდენად სწორია ეს მტკიცება? რამდენად დაცულები არიან ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი და სხვა უმცირესობები საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ სახალხო დამცველის ყოველწლიურ მოხსენებაში უნდა ვეძებოთ, ჩვენ კი მოგახსენებთ, თუ რამდენად დაცულია ეთნიკური უმცირესობების უფლებები მრავალეთნიკურ საქართველოში: მოგეხსენებათ, რომ პარლამენტი უმაღლესი საკანონდებლო ორგანოა. მასში მუშავდება, წარედგება, გადაიხედება, განიხილება, შესწორდება და ბოლოს მიიღება (ან არა) კანონები, რომლებითაც ჩვენ (გვინდა, თუ არა, ვეთანხმებით, თუ არა, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს) ვცხოვრობთ. ერთი ასეთი ე.წ „ანტიდისკრიმინაციული კანონიც“ იყო. ამ კანონის ძირითადი მისია იმაში მდგომარეობდა, რომ უმცირესობაში მყოფ პოტენციურ დაზარალებულ (ან თვლის თავს ასეთად) ადამიანებს , კანონიერი უფლება მიანიჭოს სასამართლოში გაასაჩივროს მოწინააღმდეგე მხარეს ქმედება, რომელიც მის მიმართ იმიტომ იქნა განხორციელებული, რომ იგი რაიმე ტიპის უმცირესობაში იმყოფება. მერე იყო 17 მაისი, მინარეთის ჩამოხსნა, მეჩეთზე ღორის თავის ჩამოკიდება, ტრანსგენდერების ხოცვაჟლეტა და ა.შ... დღეს ჩვენ ვიღებთ სრულიად უნიკალურ სურათს:საქართველოს პარტლამენტი მთლიანად 150 დეპუტატით იქიდან მხოლოდ 7% (ანუ 11 ადამიანი) არის არაქართველი (ან არის ქართველი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა ეროვნებისთვის დამახასიათებელ გვარს ატარებს). გამოდის, რომ „მრავალფეროვან“, (როგორც ჩვენი პოლიტიკოსები სიამაყით იტყვიან ხოლმე) საქართველოს პარლამენტში , სხვა ეროვნების ადამიანებისთვის რატომღაც მხოლოდ 7% გამოიძებნა. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის. ამ 150 დეპუტატს შორის მხოლოდ ერთია ეროვნებით აფხაზი და ერთი ეროვნებით ოსი. მოგეხსენებათ, რომ ოსები და აფხაზები საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს არ წარმოადგენენ, მაგრამ მოქალაქეებში მათი რაოდენობა ამ პროცენტულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მოკლედ : საბოლოოდ IX მოწვევის პარლამენტში 2 აფხაზი და 1 ოსი ეროვნების ადამიანია...როგორც ჩანს ,სწორედ ეს არის ის კეთილი ნების ჟესტი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ოსები და აფხაზები ელოდნენ. ახლა მათ ხმას ნამდვილად გაიგებენ...ჩვენ ყველანი ხომ თანაბრები ვართ...
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)