|
2016-08-19 10:29:35, 1049 ნახვა
ჟურნალისტის ბლოგი: კუმისელი რეიკი და პოლიტიკური „ფეიკი“
ბოლო დღეებია, საქართველოში ძალზედ საინტერესო მოვლენები ვითარდება. მაგალითად, კუმისელი რეიკი, რომელიც ხალხს შიშის ზარს სცემს. ერი, ბერი და სამართალდამცავები, საკუთარი მრწმასის შესაბამისად ცდილობენ, მოჩვენება ან მოიხელთონ, ანაც სრულიად განდევნონ ამ სამყაროდან. თუმცა, რეიკი რომ ნამდვილად არსებობს და ის მარტო არაა, ეს ფაქტია. რეიკს სერიოზული კავშირები აქვს და ამას მისი „ნოკია ტელეფონიც“ ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მან საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, არჩევნების წინ ისეთი პოლიტიკური „ფეიკები“ ხდება, რეიკი კი არა მრავლისმნახველი, წვიმასა და ქარში გამობრძმედილი ქართველობაც გაოგნებულია. კერძოდ, პაატა ბურჭულაძის ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა. მგონი, მოვიდა ის სანატრელი დრო, როდესაც მგელი და კრავი ერთად მოძოვენ და მსოფლიო ბანი ჯგუფ „სახის“ დაკრულზე აცეკვდება, ან ჯგუფ „სახის“ წევრი აცეკვდება მსოფლიო ბანის მიერ გამოცემულ ხმაზე. ნუ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. პრინციპები ვახსენეთ და არ შემიძლია, „გირჩის“ პოლიტიკურ მრწამსსა და მათ პრინციპებს არ შევეხო. შეგახსენებთ, ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ახალი, ინოვაციური სიტყვის თქმა სურდა ქართულ პოლიტიკაში და თითქოს, ამის გაკეთება ორიგინალურადაც დაიწყეს. თუმცა, მხოლოდ დაიწყეს. ნაძვის ნაყოფმა ბურჭულაძის პარტიაში დატოვა საკუთარი უმწიკვლობა და მარადმწვანეობა და ყველაფერი ორ სკამზე გაყიდეს. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ „გირჩმა“ მიიღო ის, რასაც ამომრჩეველს პირდებოდა - ბებიამისისა და, რა თქმა უნდა, ბაბუამისისაც. გარდა ამისა, ეს ის პარტიაა, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მედროშე არის საქართველოში და შესაბამისად, პირველი საკუთარი მომხრეები „დააბოლა“, თანაც სერიოზულად „დააბოლა“. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გაერთიანებით მსოფლიო ბანმაც ბანი დაადო საკუთარ თავს. არ დაგვავიწყდეს, რომ ნაძვის ნაყოფი, ასე თუ ისე, „პრადვინუტებისგან“ შედგება და სხვების მსგავსად, პაატა ბურჭულაძესაც არაერთხელ დასცინეს და გააკრიტიკეს. საინტერესოა, ამ ორი პარტიის საგარეო ორიენტირი - ერთის მხრივ, პაატა ბურჭულაძე, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს რუსეთის ოკუპანტობაში და მეორეს მხრივ, პროდადსავლური უკვე გამხმარ-ნახმარი „გირჩი“. ამ ორი პარტიის გარდა, გაერთიანებაში „ახალი მემარჯვენეებიც“ არიან. საინტერესოა, „პოლიტიკურ ფეიკზე“ რას ამბობს ექიმი, ლიდერი და მეწარმე. თუმცა, მათთვის, როგორც ჩანს, სულერთია რა და როგორ მოხდა. მთავარია, ხელი 1-2 სკამს გამოკრან. ახლა ერთი საკითხიღა დარჩა გასარკვევი - როდის გაერთიანდება ეს „პოლიტიკური ფეიკი“ კუმისელ მაქციასთან.
ავტორი: ბესო კუნელაური
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)