|
2015-01-09 10:43:17, 4508 ნახვა
სამართალი
ყალბი ფულის შეძენისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული რუსლან გ. და 1986 წელს დაბადებული ელვინ კ. ყალბი ფულის და ფასიანი ქაღალდის დამზადების და გასაღების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსლან გ-ს პირადი ჩხრეკისას აშშ-ს 50 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა, ხოლო ელვინ კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აშშ-ს 45 ცალი ყალბი ასდოლარიანი კუპიურა ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღნიშნული კუპიურების გასაღებას საქართველოსა და უკრაინაში აპირებდნენ. შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 95 ცალი ასდოლარიანი კუპიურა არ შეესაბამება აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ, ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს და დამზადებულია კუსტარულად - ფერადი სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. გამოძიება ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)