|
2015-01-09 10:34:35, 4735 ნახვა
სამართალი
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, ჩინეთის მოქალაქე პინგაი ტ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N12-ში ფართი იქირავა, ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა, რეალურად კი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)