|
2016-04-24 12:52:23, 1433 ნახვა
სხვადასხვა
ოთარ დანელია გურიაში სამინისტროს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და გურიის მხარის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ დაბა ანასეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“, რომელსაც საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს, დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდება. უახლოეს მომავალში დაიწყება ანასეულის ლაბორატორიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ცენტრში კვლევებისა და დიაგნოსტიკის ჩატარების გარდა, ჩაისა და სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სუბტროპიკული კულტურებისთვის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებიც მოეწყობა. ასევე დაგეგმილია ჩაის სანერგე მეურნეობის მოწყობა, სელექციური ჯიშებისა და კლონების შეგროვება და მცენარეთა გენეტიკური ბანკის შექმნა. ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული ოფისიც დაათვალიერეს, სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული სამსახურის ახალი შენობა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აშენდა და გასულ წელს გაიხსნა. რეგიონის მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს მომსახურება ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით. სამსახურში დასაქმებულია 17 ადგილობრივი სპეციალისტი, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. მათი რეკომენდაციების საფუძველზე, რეგიონის 50-მდე საბავშვო ბაღის კვების ბლოკში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიის რეგიონში გავრცელებული საშიში მავნებლის ამერიკული თეთრი პეპალის წინააღმდეგ ჩატარებული ფარტომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, მავნებლის გავრცელება მინიმუმამდეა შემცირებული. ,,სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით იზრდება ტურისტების რაოდენობაც. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი სურსათის არსებობის უზრუნველყოფისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული მუშაობა აუცილებელია“, -აღნიშნა ოთარ დანელიამ. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იმყოფებოდნენ.
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა - - ევროკომისიის ანგარიში
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)