21:13 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 20:48:02, 348 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გაფართოების პოლიტიკის ანგარიშის გამოაქვეყნებას და კვლავ აცხადებს, რომ მზადაა დიალოგისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამავე განცხადებით საგარეო უწყება „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის“.

ამ განცხადების გამოქვეყნებამდე მცირე ხნით ადრე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგს შინაარსი გამოაცალა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
ელჩი ჰერჩინსკი კობახიძეს: რას ელით, რომ „დიპ სტეიტზე“ გაგვიმართავთ დებატებს?
საგარეო გაფართოების ანგარიშზე - ტენდენციურია, მაგრამ დეტალურად შევისწავლით, დიალოგისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics