|
2026-11-26 17:35:27, 328 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მათ შორის ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც გარე ძალები უწყობდნენ ხელს. „ევროპარლამენტი და მათი გადაწყვეტილებები რეალურად საინტერესო არ არის, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს მიდგომას იმ მძიმე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. თქვენ იცით, რომ მთელი თვეების განმავლობაში პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ გარე ძალები, კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლები. ისინი ხელს უწყობდნენ, ეხმარებოდნენ ამ პროცესებს და 4 ოქტომბერს გადაწყვიტეს ამ კამპანიის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოყვანა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად დამნაშავე პირები დააკავეს, თუმცა სახელმწიფომ მათ მიმართ ჰუმანური მიდგომა გამოიჩინა. „ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება, გვყავს კონკრეტული დამნაშავეები დაკავებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, ხაზი მინდა გავუსვა სახელმწიფოს ჰუმანურ დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ, რადგან ის პიროვნებები, ვინც დანაშაული აღიარეს, დღეს თავისუფლები არიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



