|
2026-11-26 17:00:50, 324 ნახვა
სამართალი
ორგანიზაციები: „ახალის“ წარმომადგენლებისთვის კითხვის დასმის უფლების ჩამორთმევა დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესზე „ახალის“ წარმომადგენლებისთვის შეკითხვის დასმის უფლების ჩამორთმევას ეხმაურებიან. ორგანიზაციების შეფასებით, მოსარჩელე მხარისთვის კითხვების დასმის უფლების ჩამორთმევა პროცესში მხარეთა საპროცესო უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და პოლიტიკური პარტიის ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობას ზღუდავს. 24 ნოემბერს პარტიების აკრძალვის პროცესზე რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია სხდომიდან გააძევა. გაძევების შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესვენების დროს გვარამიამ კოალიციის სახელით მედიასთან განცხადება გააკეთა, რომ გუნდი დღევანდელ სხდომაზე აღარ დაბრუნდებოდა. ნადარაიამ ეს სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია და მხარეს შეკითხვების დასმის უფლება ჩამოართვა. განცხადებაში ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ მხარეებს ერთმანეთისთვის კითხვების დასმის უფლება აქვთ.
საია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც იშველიებენ. მათი განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მხარეს უნდა აძლევდეს ადეკვატურ და საკმარის შესაძლებლობას, ეჭვქვეშ დააყენოს მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაკითხოს მათი წარმდგენი პირები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული შემთხვევა ცალკეული საპროცესო ეპიზოდი არ არის. ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევენ კონსტიტუციური სარჩელების დასაბუთებასთან, მტკიცებულებების გამოკვლევის სტანდარტებთან, მხარეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. საიასა და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ამგვარი გარემოებები პროცესის სამართლიანობის მიმართ სერიოზულ კითხვებს აჩენს. მათი განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ კონსტიტუციური მართლმსაჯულება პოლიტიკური პლურალიზმის დაცვის ნაცვლად პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცეს.
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



