19:34 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 16:49:51, 296 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რითაც ივანიშვილის რეჟიმს პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოთხოვა

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია — "პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში" — 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები ბურჭულაძისა და სხვა პოლიტპატიმრების, მათ შორის გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, ასევე პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი მომიტინგის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება. რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა.

რეზოლუცია გმობს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურად მოტივირებულ მსჯავრდებას და მოითხოვენ მისი და მისი თანაბრალდებულების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე 2025 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება და 2026 წლის მაისში შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რეზოლუციის მიხედვით, მას ბრალად ედება სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის დროს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება.

რეზოლუცია მოითხოვს ბურჭულაძისა და ყველა დაკავებულისთვის დროულ და სათანადო სამედიცინო დახმარებას, პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას.

რეზოლუციის მიხედვით, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მას მიეცეს საზღვარგარეთ სპეციალიზებული მკურნალობის მიღების შესაძლებლობა. დოკუმენტის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ.

გარდა ამისა, რეზოლიციაშ მოთხოვნილია ყველა სხვა პოლიტპატიმრის, მათ შორის გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, ასევე პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი მომიტინგის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება. ავტორები ასევე მოითხოვენ პოლიტიკურად მოტივირებული "საბოტაჟის" ბრალდებების მოხსნას.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics