19:34 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 12:18:07, 610 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა

აშშ-ის ხელისუფლების მიერ ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოში ამგვარი საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია Zinc Network, რომელმაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და სამოქალაქო აქტივისტებისგან ერთიანი ქსელი შექმნა.

„დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელის ერთ-ერთი ფორმალური გამოხატულება იყო „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.

გასაჯაროებულ შიდა დოკუმენტებში ასევე შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ქსელის საქმიანობის მიზანი იყო „ადამიანების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლა“. საგულისხმოა, რომ ამ საქმიანობის შესაბამისობა USAID-ის უფლებამოსილებასთან კითხვებს თავად ამერიკული უწყების თანამშრომლებშიც კი წარმოშობდა.

სწორედ ამ დოკუმენტების კონტექსტში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ქსელში ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებსაც. ვინ იყო მათი დამკვეთი, ვინ აწარმოებდა მათ, რა ფინანსური და ორგანიზაციული კავშირები არსებობდა კამპანიის მონაწილეებს შორის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა. მით უმეტეს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების ნაწილი თავად მონაწილეობდა საარჩევნო პროცესის შეფასებაში.

ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც ერთის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა, კიდევ უფრო სკანდალურია ის, რომ ამით დასტურდება, ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.

ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც www.facebook.com/infointegritycoalition კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების და ჩარევის გზით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო და რომ ამ თავდასხმის უკან USAID-ისთან ერთად ბრიუსელიც იდგა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics