19:34 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 12:06:49, 581 ნახვა

პოლიტიკა
დავორ ივო სტიერი - იმსახურებს საქართველო ასე ცხოვრებას? ამ მომავლისთვის იბრძოდნენ ისინი? ეს არის ქართული ოცნება? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ახლა ეს კოშმარია

ევროპარლამენტარმა დავორ ივო სტიერმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა გაიხსენა, როგორც მუსიკოსი, და თქვა, რომ ივანიშვილი მას ციტირებდა, თუმცა ახლა სხვა მუსიკოსს, პაატა ბურჭულაძეს დევნის.

“მერაბ კოსტავა საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული გმირია, რომელიც იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის და იდევნებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ. იგი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ივანიშვილმაც კი ახსენა თავის გამოსვლაში, თუმცა იგივე ივანიშვილი ახლა მუსიკოსსა [პაატა ბურჭულაძესა] და დემოკრატიისთვის მებრძოლს დევნის. რატომ? იმიტომ, რომ ის „ქართული ოცნების“ რეჟიმს უპირისპირდება.

იმსახურებს საქართველო ასე ცხოვრებას? ამ მომავლისთვის იბრძოდნენ ისინი? ეს არის ქართული ოცნება? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ახლა ეს კოშმარია. ევროპას კარგად ახსოვს დრო, როდესაც კომუნისტური რეჟიმი ხელოვანებსა და ინტელექტუალებს აპატიმრებდა, როგორც ვაცლავ ჰაველის ან ხორვატიაში ვლადო გოტოვაცის შემთხვევაში მოხდა. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას!”- განაცხადა მან.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
AnchorBlack Friday საქართველოს ბანკის sCool Card-ით - აღმოაჩინე შეთავაზებები და დაზოგე შოპინგისას
კალაძე - 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
MyCellfie-მ Globee Awards for Technology-ის ჯილდო მიიღო
თიბისი ეროვნული AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics