19:20 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 19:06:05, 253 ნახვა

სამართალი
თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სასამართლო სხდომიდან მეორედ გააძევა.

"თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის" - თქვა ნადარაიამ.

გვარამიამ პროცესის მსვლელობისას განაცხადა, რომ მოსამართლეები ეხმარებიან მოსარჩელე მხარეს და მათი ქცევა არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"არ შეგრჩება ეგ ნაძირლობა, დაელოდე. ძალიან მძიმედ აგებ პასუხს." - განაცხადა გვარამიამ დარბაზიდან გასვლამდე.

"გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი აქედან." - თქვა ნადარაიამ გაძევების შემდეგ.

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქართული ოცნების წევრებს კითხვებს უსვამდნენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics