16:22 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 15:44:10, 264 ნახვა

პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი

„ დიდი კრიტიკის და საქართველოს გაძლიერების მოწინააღმდეგეთა შემოტევის ფონზე, ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული თანამშრომლობა. ზუსტად 3 წლის თავზე, 2026 წელს, ეს ურთიერთობა ავიყვანეთ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე", - ამის შესახებ საქართველოს ივანიშვილის წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ნინო წილოსანის განცხადებით, თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად იზრდება ეკონომიკური კავშირების მაჩვენებლებიც. ამასთან, უვიზო მიმოსვლის და პირდაპირი ფრენების ამოქმედებამ, ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტორთა ნაკადის ზრდას შეუწყო ხელი, რომლის წლიური რაოდენობა 120-140 ათასამდე გაიზარდა.

ნინო წილოსანმა ყურადღება გამახვილა საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზეც. როგორც  მან აღინიშნა, მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე ქვეყნის მზადყოფნა, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და განსაზღვრონ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

„ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს უწოდა ჩინეთის საიმედო მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ევრაზიის რეგიონში. მან ასევე აღნიშნა, რომ პეკინი მზადაა, გააღრმაოს პოლიტიკური ნდობა და საქართველოსთან ერთად იმუშაოს „შუა დერეფნის"  განვითარებაზე. ამასთან, განაცხადა, რომ ჩინეთი წაახალისებს მსხვილ ჩინურ კომპანიებს, მეტი ინვესტიცია განახორციელონ საქართველოს ეკონომიკაში და მიესალმება მეტი ქართული პროდუქციის შესვლას ჩინურ ბაზარზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ბიზნეს ნაკრებები განაახლა - ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება
საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა
ჯაფარიძე კობახიძეს - მეორე არის ქ-ნი ეკა, მესამე ბერა, მერე ცოტნე, უტა, გვანცა, ადიკო, ბიძინას დაცვის უფროსი, დაცვის წევრები, მზარეულები, დამლაგებლები
ნინო წილოსანი - ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics