|
2026-11-24 13:19:51, 307 ნახვა
სამართალი
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა. მან სასჯელი სრულად მოიხადა. ტვ პირველთან საუბრისას, გიგაურმა ყველას მოუწოდა, 28 ნოემბერს გაერთიანდნენ საპროტესტო აქციაზე, რათა მალე დაამარცხონ რუსული გავლენები საქართველოში. "მადლობა ყველას და მოვესწროთ უახლოეს დროში საქართველოს თავისუფლებას, რაც მნიშვნელოვანია. რაც მე შემეხება, რომ ვთქვა, რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ვფიქრობ, რომ სტაბილური ადამიანი ვარ და მაქვს აღზრდა შესაბამისი. შეიძლება სახელმწიფომ მიიღო ამ ჩემს აღზრდაში მონაწილეობა, მაგრამ მოვიდა ისეთი სიტუაცია, როცა სახელმწიფომაც დამსაჯა და სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როდესაც მე დამესხნენ თავს, მე მაწამეს და მე გამატარებინეს 2 წელი ციხეში. მიუხედავად ვიდეომტკიცებულებისა, ვერ დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე და იგივე მოძალადეებმა დამარქვეს მე მოძალადე - ეს არის ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი და ადამიანს რომელსაც ყველაზე დიდი ღირსება და პატივისცემა გააჩნდა მუნდირის წინაშე, ზუსტად იმაში დამდეს ბრალი, რომ მუნდირს მივაყენე შეურაცხყოფა და ეს იყო ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი და ძალიან ცუდი სანახავი იყო ყველა ის მუნდირს უკან დამალული მოღალატე, არაწესიერი და არასინდისიერი ადამიანი, ასევე იმ მანტიის უკან დამალული ჩვეულებრივი ტიტუშკები. არაფერ შუაში არ არის აქ ვინმე და რამე. აქ იყო სახელმწიფოებრივი დაკვეთა და შეასრულეს სახელმწიფოებრივი დაკვეთა. […] შეიძლება ამ დრომდე არ არის ეგ ადამიანი [ვინც ჩემზე იძალადა] მიცემული პასუხისგებაში, მაგრამ მე შევპირდი მას, მარტო მაგას კი არ შევპირდი, ასევე შეპირებული ვარ იმ პროკურორსაც, აუცილებლად მოთავსდება პროკურორი ქალთა კოლონიაში და აუცილებლად შეუგზავნის, დაპირებული ვარ, გაბუნიას ფოტოსურათს, რომ მასზე კარგად ილოცოს, რამდენ წელსაც გაატარებს იქ. მარტო გაბუნია არ იყო იქ, მუნდირის უკან რომ დგანან, მუნდირსამოფარებული ჩვეულებრივი ტერორისტები არიან, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, ვისაც არ უყვარს თავისი ხალხი. ჯერ, მუნდირი რას უნდა პასუხობდეს? შენი ხალხი უნდა გიყვარდეს, შენი ხალხისთვის თავგანწირვა უნდა შეგეძლოს და სიცოცხლეც, რომ დაგჭირდეს, უნდა გაიღო. რას აკეთებ შენი ხალხისთვის? ვის აცვია მუნდირი? ახლა კანონი რომ არის მიღებული, ბაკალავრიც აღარ არ არის [საჭირო], რომ მიიღინ პოლიციაში და არანაირი კვალიფიკაცია აღარაა. იმას, როცა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის, მისი ფუნქცია-მოვალეობა არ აქვს წაკითხული, რასაც ზემდგომი ავალებს იმას ასრულებს, ნუ მოელით იმას, რომ რაღაც მოხდება და წინ წავა ჩვენი ქვეყანა. ეს არ მოხდება, უნდა შეიცვალოს ყველაფერი. […] რაც შეეხება საპროტესტო აქციას, მე ყველას მოვუწოდებ, ვერთიანდებით 28 ნოემბერს, ყველა ვიქნებით ერთად და რაც მალე შეძლებს გაერთიანებას ჩვენი ქვეყანა, მით მალე დავამარცხებთ ამ რუსულ გავლენებს საქართველოში." შეგახსენებთ, რომ გიგაურს პროკურატურა სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კობახიძე - სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად
კობახიძე- - გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



