22:24 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-22 21:57:38, 276 ნახვა

პოლიტიკა
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს

სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების უკან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესები დგას — ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს.

მისი შეფასებით, ხელისუფლება, რომელმაც წლების განმავლობაში კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა უფლებების დარღვევებზე სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა, ახლა საპატრიარქოსთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.

საქართველოში კომერციული სუროგაცია კომერციულ გამოწვევებს უკავშირდებოდა. საკმაოდ მაღალი იყო ამ პრაქტიკის მასშტაბი და მას თან ახლდა ქალთა უფლებების უხეშ შეზღუდვა, მათ შორის ტრეფიქინგის, ძალადობის, თანხმობის გარეშე სამედიცინო ჩარევის, ეკონომიკური რეპრდოუქციის ექსპლუატაციის უმძიმესი პრაქტიკები, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენდა, რეაგირებები საკმაოდ სუსტი იყო, მათ შორის ტრეფიქინგის და ძალადობის კონკრეტული შემთხვევების დროს. უკმაყოფილებას, რომ აზარტული თამაშების რეგულირების საკითხზე ხელისუფლებამ არ გაიზიარა ეკლესიის რეკომენდაციები და რჩევები, სწორედ ამ ფონზე, ისევ და ისევ იმ გზანილით, რომ სწორედ საპატრიარქოსთან კონსულტაციით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ისინი, როგორც ჩანს, ეკლესიასთან ამ შექმნილი კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობენ. 

ამიტომ, ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ აქვს ქალთა უფლებების დაცვის ინტერესი. მოხალისეობრივ სუროგაციას, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, თუმცა ამ შემთხვევებშიც მნიშვნელოვანია ქალის დამოუკიდებელი ნების და ნებაყოფლობითობის შემოწმება, რომ ნამდვილად თავისუფალი და ავტონომიური არჩევანი იყოს, იმიტომ, რომ ეს რეპროდუქციული შესაძლებლობაა ძალიან ბევრი ქალისთვის, ოჯახისთვის, - ამბობს თამთა მიქელაძე. 

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
გვარამია რეჟიმის მიერ სუროგაციის აკრძალვაზე - საპატრიარქოს 2 მოთხოვნიდან - შეიზღუდოს აზარტული თამაშები და აიკრძალოს სუროგაცია - დათმეს ახალი სიცოცხლეები! უარი თქვეს ერის გამრავლებაზე და აირჩიეს ფული
ივანიშვილის წარმომადგენელი კირცხალია ამბობს, რომ საქართველოში სუროგაცია სრულიად აიკრძალება
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ზე კიბერშეტევა შესაძლოა აშშ-სთვის სასარგებლო იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics