01:02 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-22 10:50:28, 1045 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

„ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები N472, N532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

მიკროავტობუსები N408 და N420 ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდებიან ბარნოვის, შანიძის ქუჩებისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, ხოლო N457 მიკროავტობუსი სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს შემდეგნაირად: ბარნოვისა და შანიძის ქუჩების, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნისკენ, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილმა რეჟიმის ტყვე რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოკმელაშვილი შეიწყალა
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
გვარამია რეჟიმის მიერ სუროგაციის აკრძალვაზე - საპატრიარქოს 2 მოთხოვნიდან - შეიზღუდოს აზარტული თამაშები და აიკრძალოს სუროგაცია - დათმეს ახალი სიცოცხლეები! უარი თქვეს ერის გამრავლებაზე და აირჩიეს ფული
ივანიშვილის წარმომადგენელი კირცხალია ამბობს, რომ საქართველოში სუროგაცია სრულიად აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics