01:02 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-22 10:27:18, 1041 ნახვა

პოლიტიკა
გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაზე და ყველა სახელმწიფო შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ასევე გლოვის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გარდა ამისა დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან სამი კლინიკებში რჩება, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილმა რეჟიმის ტყვე რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოკმელაშვილი შეიწყალა
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
გვარამია რეჟიმის მიერ სუროგაციის აკრძალვაზე - საპატრიარქოს 2 მოთხოვნიდან - შეიზღუდოს აზარტული თამაშები და აიკრძალოს სუროგაცია - დათმეს ახალი სიცოცხლეები! უარი თქვეს ერის გამრავლებაზე და აირჩიეს ფული
ივანიშვილის წარმომადგენელი კირცხალია ამბობს, რომ საქართველოში სუროგაცია სრულიად აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics