2026-11-22 10:00:37, 920 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ჩემი მეგობარი“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ჩემი მეგობარი“.
ფოტოზე ორი ლიდერი ხელს ართმევს ერთმანეთს, ტრამპი კი, სავარაუდოდ, პუტინს ყურში რაღაცას ჩურჩულებს.
„კომერსანტის“ ცნობით, ფოტო 19 ნოემბერს ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დროსაა გადაღებული.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ორმა ლიდერმა იმ დღეს უკრაინაში კონფლიქტი და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგ, უშაკოვის თქმით, პუტინი „შესანიშნავ ხასიათზე“ იყო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან