00:55 - 22 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-21 19:57:12, 437 ნახვა

სამართალი
ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს კანონი, რომლითაც სასამართლო პროფეცესების ფოტო და ვიდეოგადაღება აირკძალა. 

როგორც მიგინეიშვილი წერს, ქართული ოცნება ამ კანონით შეეცადა საზოგადოებისთვის "დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე". 

"ანდრო ჭიჭინაძის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ.

კონსტიტუციური სარჩელი უკვე დარეგისტრირდა.

სარჩელით ვასაჩივრებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.

ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმე პირველი იყო, რომელზეც აღნიშნული შეზღუდვა პრაქტიკულად გავრცელდა.

სასამართლოში არაერთხელ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესების გაშუქების შესაძლებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს არცერთ ინსტანციაში მედიას არ მიეცა სასამართლო პროცესების გადაღებისა და საზოგადოებისთვის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა.

სახელმწიფო ამ ფორმით შეეცადა, საზოგადოებისთვის დაემალა სინდისის პატიმრები და მათი სიმართლე.

მიგვაჩნია, რომ არსებული რეგულირება ეწინააღმდეგება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დაცვის უფლებას.

ქვეყნის შიგნით გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, ეფექტურსა თუ არაეფექტურს, რათა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა უფლებებიც დაირღვა.

კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრირებულია №1985-ით". - წერს მიგინეიშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის იარაღის გადატანაში ეჭვმიტანილი გემი ფინეთის ყურეში დაწვეს
კალინინგრადის (კენიგსბერგი) ოლქზე პირველად განხორციელდა დრონების თავდასხმა- უკრაინული მედია ბალტიის ფლოტის ბაზაზე დარტყმის შესახებ იუწყება
დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, რომ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტონ
ჭიჭინაძის სახელით საკონსტიტუციოში ვასაჩივრებთ პროცესების გადაღების შეზღუდვას – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics