14:26 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 14:06:00, 216 ნახვა

პოლიტიკა
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ

"ივანიშვილის კარის ბიზნესმენი - ლაშა პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ." - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილი სატელევიზიო ინტერვიუში ჩვენს თანამოქალაქეებს ეპატიჟებოდა გერმანიაში სამუშაოდ. გავიდა წლები, საქართველო ქართველებისგან დაიცალა, ქართველები ემიგრაციაში წავიდნენ და ახლა, ივანიშვილის კარის ბიზნესმენი - ლაშა პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ.
რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის ხმა არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ ეს არ არის ჩევნი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არის დასავლეთი და არა აზიური ქვეყნები - არა ინდოეთი, არა ჩინეთი, არა არაბული ქალაქები საქართველოში.
რა თქმა უნდა ეს არის საგანგაშო, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, წლების შემდეგ  მრევლი არ ეყოლება საქართველოს ეკლესიას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველები აღმოვჩნდებით უმცირესობაში საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი საკუთარ „შპს“ აქცევს ჩვენს ქვეყანას და ალბათ, დროშასაც კი შეცვლის - იმდენად აღიზიანებს ჯვარი და ეკლესიის ხმა. 
ამიტომ, ახლა საჭიროა ერი დადგეს ერთად - ხმა ერისა ხმა ღვთისა არის ის ფორმულა, რომლითაც ამ ქვეყანაში ანტი-ქართული ოცნება უნდა დამარცხდეს. მე დარწმუნებული ვარ, ეკლესიის ჩართულობით, სასულიერო პირების ჩართულობით ეს კორუფცია, ეს კრიმინალი, ეს გაძვირებული ცხოვრება, ემიგრაციაში გახიზნული საქართველო და მისი ავტორი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში დასრულდება." - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი მწვავედ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში დგას, რა პრობლემის გადასაჭრელადაც უცხოეთიდან, კერძოდ ინდოეთიდან, მუშახელის შემოყვანას განიხილავს.

როგორც პაპაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, კვალიფიციური კადრების, მაგალითად, უცხოელი შეფმზარეულების დასაქმების კუთხით მის ბიზნესჯგუფს შეფერხება არ აქვს, თუმცა რთული ვითარებაა არაკვალიფიციური შრომითი ძალის მოძიების მხრივ.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics