19:06 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 18:52:24, 223 ნახვა

სამართალი
ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა

ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა განცხადებას ავრცელებს.

თათია ჩირგაძე სვამს კითხვას შესაბამისი უწყებების მიმართ, თუ რატომ გრძელდება არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა ექსტეპრტიზის დასრულების შემდეგაც.

"მინდა მივმართო შესაბამის უწყებებს:

მე ვარ დედა, რომელსაც 17 წლის არასრულწლოვანი შვილი სიცილის გამო მომიკლეს! როგორც დაზარალებულ მხარეს, მაქვს თუ არა უფლება, მივიღო ქვემოთ აღნიშნულ საკითხზე განმარტება?!

ჩემი შვილის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე დაკავებიდან დღემდე იმყოფება #18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. “რეზბალნიცაზე”, რაც ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია!

ოფიციალური წერილით მივმართე საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვე განმარტება, თუ  .

სამწუხაროდ, მათგან მიღებულ ოფიციალურ წერილში კონკრეტული ახსნა-განმარტება არ მაქვს, მივიღე მხოლოდ ფორმალური და არაფრისმთქმელი წერილი.

მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არ ვითხოვ ბრალდებულის პერსონალურ ინფორმაციას. ვითხოვ, მივიღო პასუხი , თუ რა მიზეზით იმყოფება 4 თვის!!! განმავლობაში ბრალდებული ნიკა კაპანაძე ე.წ.„რეზბალნიცაზე“ - თითი სტკივა", - წერს ჩირგაძე. 

22 ივლისს, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

დაჭრილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ნიკა კაპანაძე მომხდარიდან მალევე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა შელაპარაკება ბრალდებულის დედასა და ახალგაზრდებს შორის, რომლებიც მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაიჭრა ტაქსიში მყოფი ერთი პირიც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
IPI: ვგმობთ გურამ როგავას სასამართლო პროცესიდან ჩამოშორებას
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა: რატომ გრძელდება ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა
40+ პროექტი, 500 000-ზე მეტი ბენეფიციარი - გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ განათლების შესაძლებლობებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics