15:53 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 15:36:17, 228 ნახვა

საზოგადოება
მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე: ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დაბალი შემოსავლების მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი პატიოსნად ცხოვრობს, მაშინ როცა კორუფციაში მხილებული მაღალშემოსავლიანი პირები ხშირად სათანადო პასუხისმგებლობას არ იღებენ.

მისი თქმით, რეალობაში ქრთამის აღებისა და კორუფციის ფაქტებზე სწორედ მაღალი შემოსავლის მქონე პირები ხდებიან პასუხისმგებლობის ობიექტები, თუმცა სასჯელის მოხდის შემდეგ ხშირად კვლავ შეძლებულად ცხოვრობენ.

"მაღალ თანამდებობზე მყოფებს დიდ ხელფასებს იმიტომ ვაძლევთ, რომ ფული აღარ მოიპარონო. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მოსახლეობის უმეტესობას, ისეთი დაბალი შემოსავალი გვაქვს, ჩვენ კი არ უნდა ვიპარავდეთ, კარგა ხნის გავარდნილები უნდა ვიყვეთ ტყეში ყაჩაღებად.

არადა რეალობა როგორია, ქრთამებზე და კორუფციაზე, ზუსტად იმათ იჭერენ ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, შედიან ციხეებში, მალე გამოდიან და ცხოვრობენ მეფეებივით. ჩვენ კი, რაც გვაქვს იმას ვჯერდებით და ვართ სიდუხჭირეში.

ზოგს უკვირს რა უნდა სამი მილიონი კაცის მიხედვასო, ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს, საუდის არაბეთი ხო არაა? იმიტომ ვერ გაიმართა წელში. დაინდეთ ქვეყანა, სამსჯავროზე ნებისმიერ ადამიანს, სახლში წაღებულ ყველა არასწორ კაპიკზე, აგებინებენ პასუხს", - წერს მამა ლევანი. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე: ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს
ცვლილებისთვის: ვმუშაობთ სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics