13:43 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-16 13:30:20, 212 ნახვა

პოლიტიკა
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს - განცხადება ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ბაიბა ბრაჟემ "ევროსკოპის" კითხვაზე საპასუხოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

"ყველა ქვეყნის სუვერენული არჩევანია მიიღოს თუ არა მონაწილეობა ან რა შესაძლებლობა შექმნას ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. თუ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხი სხვანაირად ფიქრობს" - აცხადებს ბრაჟე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრაჟე - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ მიიღოს ეს სარგებელი ევროკავშირთან თანამშრომლობით, მათი არჩევანია
მარტა კოსი - ჩვენ ისევ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მოსახლეობის 80% მომხრეა ევროკავშირის წევრობის
კობახიძე - ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი
საფრანგეთმა ფეიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებაზე დროებითი აკრძალვა დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics