|
2026-11-14 13:29:31, 267 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ქართული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "დროა" იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად არის მიჩნეული. იმავე სიაში შეიყვანეს ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია "ჩარლზ კეტერინგის ფონდი". მანამდე, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართული ოპოზიციური პარტია "დროას" საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველად გამოაცხადა. მათი თქმით, პარტია რუსოფობიურ შეხედულებებს იზიარებს. "დროას წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო რეგულაციების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი", - თქვეს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)