|
2026-11-13 13:26:59, 267 ნახვა
სხვადასხვა
2027 წელს პუტინი მოკვდება, მისი შემცვლელი 2030 წელს ნატოსთან ომს დაიწყებს - RAND Europe შესაძლო სცენარი გამოაქვეყნა
RAND Europe-ის ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილია რუსეთსა და ნატოს შორის 2030 წელს ომის შესაძლო სცენარი. სცენარის თანახმად, 74 წლის ვლადიმერ პუტინი 2027 წლის იანვარში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლება და მემკვიდრე არ რჩება. კრემლში ძალაუფლებისთვის ბრძოლა იწყება, რაც მარტში ახალ პრეზიდენტად FSB-ის ყოფილი გენერლის არჩევას იწვევს. ახალი პრეზიდენტი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას თანხმდება სანქციების ნაწილობრივი მოხსნის სანაცვლოდ, მაგრამ 2027 წლის ივლისისთვის სრულფასოვანი მშვიდობის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რადგან რუსეთი კვლავ აგრძელებს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზიის გამოცხადებას. უკრაინაში ომი გაყინულ კონფლიქტად იქცევა და კრემლი თავის გამოთავისუფლებულ რესურსებს არმიის აღდგენისკენ მიმართავს. 2028 წლის იანვრისთვის ახალი პრეზიდენტი პუტინის მოკავშირეების ხელისუფლებაში ლოიალური ჩინოვნიკებით ჩანაცვლებას იწყებს, მაგრამ ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, მისი ხელისუფლებაში ყოფნა კვლავ არასტაბილურია. ის გადაწყვეტს, თავისი პოზიციები ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული კამპანიის გზით გააძლიეროს. 2029 წლისთვის კრემლი ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეზღუდული სამხედრო ოპერაციის გეგმას ამუშავებს, იმ იმედით, რომ ამით ნატოს წევრების დაცვაში უუნარობას აჩვენებს. შეჭრის საბაბი 2030 წლის მაისში ესტონეთის ქალაქ ნარვაში რუსულენოვანი მოსახლეობის პროტესტის ჩახშობაა. ამ დროისთვის შეერთებული შტატები სამხრეთ ამერიკაში არსებული სერიოზული კრიზისის გამო ევროპაში სამხედრო ყოფნას ამცირებს. კრემლი იმედოვნებს, რომ ნატო სრულმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად შეზღუდულ შეჭრას დათანხმდება, თუმცა ალიანსი კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლს იყენებს და ესტონეთში ჯარებს აგზავნის. ომი მალე ბალტიისპირეთის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. 2030 წლის ნოემბრისთვის ევროპული არმიები თვეების განმავლობაში ბრძოლებით დაიღალნენ, თუმცა რუსეთი მაინც ვერ აღწევს გადამწყვეტ სამხედრო გამარჯვებას. რუსეთის პრეზიდენტი შიდა ზეწოლის წინაშე დგას, რაც გამოწვეულია ესტონეთში სწრაფი გამარჯვების მიღწევის შეუძლებლობით. მოსკოვი აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი - რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა - მიღწეულია. დასავლეთ ევროპის ქვეყნები თანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე, ხოლო რუსული ჯარები ნარვას და ესტონეთის იდა-ვირუმააას ოლქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შედის და კონფლიქტი იყინება. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ აღწერილი სცენარი არ არის პროგნოზი, არამედ მხოლოდ მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი შესაძლო გზაა. ანგარიშის ავტორები ევროპაში ომის საფრთხეს, რომელსაც არანაკლებ ძლიერი მოწინააღმდეგე ექნება, 2030 წლისთვის საკმაოდ რეალურად მიიჩნევენ.
ნაცმოძრაობამ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილება მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე $10 045-მდე შემცირდა - მიზეზი მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა
2027 წელს პუტინი მოკვდება, მისი შემცვლელი 2030 წელს ნატოსთან ომს დაიწყებს - RAND Europe შესაძლო სცენარი გამოაქვეყნა
ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, ფეიქრიშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)