14:12 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 13:15:48, 283 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა

ძალიან კარგი დილა თენდება - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სერბეთის არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის დამარცხებას.

პირველ რიგში ძალიან კარგი დილა თენდება-რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში.

რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა.

მისალოცი ამბავია სერბებისთვის და ევროპისთვის.

2020 წელს საპარლამენტო ბოიკოტის შედეგად ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებს მიღმა დარჩნენ სერბეთში. მოკლე დიატანციაზე ამან ვუჩიჩი გააძლიერა.

თუმცა, გასულ წლებში საზოგადოებრივი პროტესტი, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნა.

ამ მოძრაობამ მოიპოვა ვადამდელი არჩევნები და ვუჩიჩიც დაასრულა.

ივანიშვილოს რეჟიმმა აქედან ორი დასკვნა უნდა გამოიტანოს:

1. ავტოკრატია მუდამ თიხის ფეხზე დგას, როდის და რა ჩამოშლის, რთულად პროგნოზირებადია, ჩამოშლაა მხოლოდ გარანტირებული.

2. პარტიები შეიძლება აკრძალო-ხალხს ვერ აკრძალავ. დემოკრატიის აღდგენა კი, საბოლოოდ, მხოლოდ ხალხს შეუძლია.

მესამე დასკვნაც შეუძლიათ გამოიტანონ, რომელსაც ამერიკაში შუალედური არჩევნების შემდეგ გავუზიარებ, აუცილებლად. - აცხადებს სამადაშვილი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics