20:40 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-24 18:52:09, 404 ნახვა

საზოგადოება
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა.

მათივე განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღეს.

სააგენტოს ცნობით, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში:

  • წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) - მწარმოებელი შპს Beyza Gida San Tic - აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
  • სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) - მწარმოებელი შპს იგოეთი (ს/კ 432549361; მის: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი) - აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
  • ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 29.06.2028) - მწარმოებელი შპს დაბი (ს/კ 401946392, მის: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა) - აღმოჩნდა Sudan Red G;
  • სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 15.09.2027 წელი) - მწარმოებელი შპს ნთკ 2016 (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი) - აღმოჩნდა Sudan I.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათი ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა. სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ თუ დასახელებული სუნელ-სანებლები შეძენილი აქვს, არ გამოიყენოს. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics