11:22 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 10:53:09, 264 ნახვა

სხვადასხვა
სტივენ კინგი - დონალდ ტრამპი - ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი მონსტრი, ბოროტმოქმედი თუ სულებით სავსე სასტუმრო

ცნობილი მწერალი და სცენარისტი სტივენ კინგი მკვეთრად აკრიტიკებს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მისი აზრით უფრო მეტად ბოროტი ვიდრე ტრამპია არ არსებობს.

„ბოლო 50 წელიწადია საშინელებათა ისტორიებს ვაქვეყნებ, მაგრამ ახლანდელი პოლიტიკური კლიმატი - და დონალდ ტრამპი - ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი მონსტრი, ბოროტმოქმედი თუ სულებით სავსე სასტუმრო, რაც კი ოდესმე მოუფიქრებია ჩემს ფანტაზიას.“ - წერს სტივენ კინგი სოციალურ ქსელ „X“-ზე.

სტივენ კინგი (Stephen King) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პროდუქტიული ამერიკელი მწერალი, რომელსაც ხშირად „საშინელებათა მეფეს“ (King of Horror) უწოდებენ. მისი წიგნები გაყიდულია 350 მილიონზე მეტი ტირაჟით და მათ საფუძველზე უამრავი საკულტო ფილმი, სერიალი თუ კომიქსი შეიქმნა.

კინგი ცნობილია იმით, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 2000 სიტყვას წერს და არ ელოდება ე.წ. „მუზას“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
სტივენ კინგი - დონალდ ტრამპი - ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი მონსტრი, ბოროტმოქმედი თუ სულებით სავსე სასტუმრო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics