10:49 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 10:06:33, 295 ნახვა

სამხედრო
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს

CBS News-ის ინფორმაციით, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, პენტაგონი ბოლო დღეებში ახლო აღმოსავლეთის ბაზებზე სამხედროების რაოდენობას ამცირებს მზარდი რეგიონული საფრთხეების გამო.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა და აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა არხს განუცხადეს, რომ იემენში კონფლიქტის ესკალაციის, ასევე ირანიდან პირდაპირი საფრთხეების გამო, სამხედროები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ობიექტებზე ყოფნას ფარულად ამცირებენ.

ამ ინფორმაციის კომენტირებისას, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) წარმომადგენელმა, კაპიტანმა ტიმ ჰოკინსმა, CBS News-ს განუცხადა: „ჩვენ რეგულარულად გადაგვყავს ამერიკელი ჯარისკაცები და აღჭურვილობა მისიის მზადყოფნის ოპტიმიზაციისთვის. ოპერატიული უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ არ განვიხილავთ ამ ნაბიჯების დეტალებს“.

როგორც არხი აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უბრძანა აშშ-ის საელჩოს არაკრიტიკულ თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს, დაეტოვებინათ საუდის არაბეთიდან ჰუსიტების თავდასხმების სერიის შემდეგ.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის საუდის არაბეთიდან გამგზავრების ბრძანება, რომელიც არ არის დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებთან“, - დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა სოციალურ მედიაში.

მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედიის ცნობით, რომ მგზავრობის ბრძანებები ასევე ვრცელდება სპარსეთის ყურეში აშშ-ის სხვა საელჩოების პერსონალზე, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იორდანიაში, კატარსა და ბაჰრეინში, „არაზუსტია“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics