01:14 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 15:14:14, 516 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს

აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა, არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ამ პარტიებს რეალურად რეიტინგიც არ აქვთ და თავად მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე საკუთარი თავი. 

„როდესაც ხალხს არ ელაპარაკები და გამუდმებით ელაპარაკები უცხოურ ძალებს, საკუთარ პატრონებს ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს კარგავ საზოგადოების ნდობას. იმ ნაწილის ნდობასაც კი, რომელიც მანამდე გენდობოდა. აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა. არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, დემოკრატიული სისტემა და ეს პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ამ მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics