02:22 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 15:15:28, 487 ნახვა

საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო

ოქტომბერში საქართველომ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. ესკოს ოპერატიული მონაცემებით, 5-11 ოქტომბერს მეზობელი ქვეყნიდან 11.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს აპრილის შემდეგ საქართველოში ელექტროენერგია რუსეთიდან აღარ შემოსულა, გასულ წელს ამ პერიოდში კი, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ხდებოდა აგვისტოდან, მთელი შემოდგომის პერიოდში. თურქეთი კი იმპორტიორთა შორის, მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ზაფხულის სეზონზე საქართველოს მთავრობამ თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმი აამოქმედა.

ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის მაისი-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდება იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას შემოდგომაზე - სექტემბერ-ნოემბერში იმავე მოცულობით დაუბრუნდება. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც , რაც ქვეყნებს შორის ენერგიის ბარტერულ შეთანხმებას ითვალისწინებდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics