13:02 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 12:01:43, 264 ნახვა

ეკონომიკა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

სელფი აგრძელებს ქსელის გაფართოებასა და მოდერნიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, სელფის მობილური ინტერნეტი და კავშირი კიდევ უფრო სწრაფი, სტაბილური და ხელმისაწვდომია.

სექტემბერში ქსელი რამდენიმე მიმართულებით გაძლიერდა:

ქსელში 48 ახალი სადგური ჩაირთო, მათ შორის 28 მაკრო და 20 მიკრო სადგური. მიკრო სადგურები ძირითადად თბილისში დაემატა და ქსელის შესაძლებლობები გაძლიერდა, მათ შორის, წყნეთში, თემქა-ზღვისუბანში, ვარკეთილში, გლდანში, ნუცუბიძესა და ნავთლუღში.

ახალი მაკრო სადგურები ჩაირთო როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ქსელი გაძლიერდა მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, სენაკში, ზესტაფონში, ტყიბულსა და სხვა ლოკაციებზე.

120 სადგური მოდერნიზირდა, რაც ქსელის სიმძლავრისა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

  •  კიდევ 20 სადგურზე დაემატა 5G ტექნოლოგია  და სელფის ახალი თაობის ქსელის დაფარვა კიდევ უფრო ფართოვდება.

სექტემბრის განმავლობაში, ჯამურად, 168 სადგურზე განხორციელდა ქსელის გაფართოების ან მოდერნიზაციის სამუშაოები.

სელფი აგრძელებს ინვესტირებას ქსელის განვითარებაში, რათა სწრაფი და საიმედო კავშირი კიდევ უფრო მეტ მომხმარებელსა და მეტ ლოკაციაზე ჰქონდეს.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics